რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

Monday September 25th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და რუსთვის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია:
რუსთაველის ქუჩის საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
დეკორატიული ფილებით ტროტუარების, სარწყავი სისტემის, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურებისა და გაზონების მოპირკეთება;
გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის ლითონის დეკორატიული ღობის მონტაჟი;
ასევე, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება დეკორატიული განათებები. უნდა აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს შენობების ისტორიული იერსახის შენარჩუნებას. რუსთაველის ქუჩის, მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინანსდება როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი სრული ღირებულება შეადგენს 6 მილიონამდე ლარს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რუსთავის მერიამ 2021 წელს განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0