ძველ რუსთავში კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება. ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე გამზირზე სანიაღვრე ქსელისა და დეკორატიული კედლის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. პროექტს შპს ,,დაგი’’ ასრულებს.
პარალელურად, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
გზის კეთილომოწყობის პროცესი მიმდინარეობს მესხიშვილის ქუჩაზე. პროექტის მიხედვით, სასტუმრო ,,რუსთავის’’ მიმდებარე ტერიტორიიდან თოდრიის ქუჩის გადაკვეთამდე არსებულ გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტ/ბეტონის ახალი საფარი, მოწესრიგდება ბორდიურები და ავტომანქანებისთვის პარკირების ადგილები. ტროტუარების განახლება მოხდება მესხიშვილის ქუჩის დასაწყისიდან ლეონიძის ქუჩის გადაკვეთამდე. სამუშაოებს შპს ,,როუდ სოლუშენი’’ ასრულებს. პროექტისთვის 678 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე ტროტუარების, ხოლო მეგობრობის გამზირზე, სამგორის, მოდებაძისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ტერიტორიაზე ამ დროისთვის იცვლება სანიაღვრე ქსელი იცვლება და გზის ორმული დამუშავება ხდება.
შიდა ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება ძველ რუსთავში. დონეცკელ მეტალურგთა ქუჩის #13, 15, 17, კოსტავას გამზირის #22, 24, 26, 28, 30, 32, 34, 36 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასფალტის ახალი საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
რეაბილიტაცია უტარდება წმინდა ნინოს ქუჩიდან ცენტრალურ პარკში ჩასასვლელ კიბეებსა და მიმდებარე ტერიტორიას.
მოდებაძის ქუჩისა და ლეონიძის სკვერის მიმდებარედ, XVIII მიკრორაიონის #12ბ, XIV მიკრორაიონის #12 და #38, XII მიკრორაიონის #35, #36, #37, #38, VII მიკრორაიონის #1, XXI მიკრორაიონის #10 და მეგობრობის გამზირის #23, ფალიაშვილის #5 საცხოვრებელ კორპუსებთან მინი ფეხბურთის მოედნების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2016 წელს, რუსთავში, ჯამში 17 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება.
რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
18/05/2016