რუსთავში დღეს ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრნენ. როგორც prof-news-ს რუსთავის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობა #1 ბაღის აღსაზრდელებმა და ჩოხოსნებმა მიიღეს. პატარები სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, ეროვნულ (ქართულ) სამოსში იყვნენ გამოწყობილი. ბაღის ტერიტორიაზე გამოფენილი იყო ქართული სამოსი, ხალხური რეწვის ნიმუშები და ეროვნული სიმბოლიკის ამსახველი მასალა. პატარებმა ქართული სამოსის დემონსტრირება სპეციალურად მოწყობილ სცენაზეც მოაწყვეს, ასევე ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს.
რუსთავში ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
20/05/2016