რუსთავში „განახლებული რეგიონების“ პროგრამა გრძელდება

25/08/2023

რუსთავში „განახლებული რეგიონების“ პროგრამა გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. დასრულდა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებდა ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ჯამში, 21 შენობის რეაბილიტაციას და მიმდებარე საფეხმავლო ზოლისა და ველო ბილიკის მოწყობას. ასევე, დასრულდა რუსთავის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედნის, ჟიული შარტავას სახელობის მოედნის, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის, ლადო მესხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის, დიდების მემორიალის მოპირდაპირედ არსებული სკვერის (მეგობრობის გამზირის მიმდებარე საგამოფენო სივრცე) და დიდების მემორიალის მიმდებარე სკვერის (ცურტაველის ქუჩა) რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მეგობრობის ქუჩაზე მიმდინარეობს პროგრამის მესამე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები. პროგრამას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. რუსთავში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0