რუსთავს ორი ახალი მრავალფუნქციური სკვერი შეემატება. მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს შორის ახალი რეკრეაციული სივრცე 13 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა. მულტიფუნქციურ სკვერში საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, საბავშვო გასართობი კუთხეები და სპორტული სივრცეები მოეწყობა. ტერიტორიაზე 350-მდე ხე-მცენარე დაირგვება, რაც მიმდებარედ არსებულ ფლორას გააუმჯობესებს. მრავალფუნქციური სკვერის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია მე-8 მიკრორაიონშიც, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. ორივე პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და რუსთავის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მათი საერთო ღირებულება 2 მლნ 348 878 ლარია.
რუსთავს ორი ახალი მრავალფუნქციური სკვერი შეემატება
01/12/2021