“რუსთავი 2” ცდილობს წარმოაჩინოს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ხელისუფლებასთან არის კავშირში, – ამის შესახებ ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტი დროულად გამოიძიოს.
“რუსთავი 2″ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ფარული ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ხელისუფლებასთან არის კავშირში. სინამდვილეში ეს არის ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია. ხელისუფლება ცდილობს დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი. 5 ადამიანი უკვე მიეცა პასუხისგებაში. ახლა სამართალდამცველები უცხოელ კოლეგებთან ერთად ცდილობენ დაადგინონ, თუ რომელი ქვეყნიდან და ვინ ატვირთა აღნიშნული ვიდეოები”, – განაცხადა ტყემალაძემ.