„რუსთავი 2“-მა გამოიტანა ამდენი ჩინოვნიკის სასახლეები, არავის არაფერი არ შეეკითხა და მთელი საზოგადოება დაზაფრა, რომ საოცრება ხდება. მეუბნებოდნენ, არ გაბედო და ეგენი არ დაიცვაო. რატომ არ უნდა დავიცვა ვერ გავიგე. სად იკვეთება დანაშაული? „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ როგორმე ხელისუფლება დაანგრიოს, რადგან ეგენი კანონის გზით ვეღარ მობრუნდებიან. სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი ქართული სასამართლოში, არავინ არ მიიღებს კანონიერად მაგათ, აღარც ევროპა, აღარც ამერიკა. რევოლუცია არის ერთადერთი გზა და აქეთ ილტვიან. საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ თუ ჩინოვნიკებს ასე უსამართლოდ დავადანაშაულებთ, აღარავინ აღარ მივა მთავრობაში. ხელისუფლება აუცილებელი ინსტრუმენტია, რაც სახელმწიფოში უნდა არსებობდეს. არ შეიძლება ჩინოვნიკის დაუსაბუთებლად ცემა და მუდმივად გინება. ეს მხოლოდ ერთს ემსახურება, რომ როგორმე დავაკნინოთ ეს პროცესი და არავის აღარ გაუჩნდეს სურვილი, მივიდეს სახელმწიფოს მართვაში. ამის მაგალითები გვაქვს, რთულია კადრების მოძიება. როცა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დავასახელე პირველად, ვთქვი და გავჩერდი, მხარი არავის დაუჭერია. კვირიკაშვილმა და სხვებმაც გააგრძელეს კანდიდატურების მოძიება. უამრავმა ღირსეულმა ადამიანმა თქვა უარი, კვირიკაშვილს სახე არ ჰქონდა, სამმა ადამიანმა მითხრა ერთ დღეს უარიო. მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ არავის აღარ უნდა ამ ლაფში შემოსვლა. აბა ნახეთ რას იტანს სალომე ზურაბიშვილი. ასევე გინდათ, რომ წესიერი კაცი აღარ მოვიდეს ხელისუფლებაში?“, – „რუსთავი 2“-მა გამოიტანა ამდენი ჩინოვნიკის სასახლეები, არავის არაფერი არ შეეკითხა და მთელი საზოგადოება დაზაფრა, რომ საოცრება ხდება. მეუბნებოდნენ, არ გაბედო და ეგენი არ დაიცვაო. რატომ არ უნდა დავიცვა ვერ გავიგე. სად იკვეთება დანაშაული? „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ როგორმე ხელისუფლება დაანგრიოს, რადგან ეგენი კანონის გზით ვეღარ მობრუნდებიან. სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი ქართული სასამართლოში, არავინ არ მიიღებს კანონიერად მაგათ, აღარც ევროპა, აღარც ამერიკა. რევოლუცია არის ერთადერთი გზა და აქეთ ილტვიან. საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ თუ ჩინოვნიკებს ასე უსამართლოდ დავადანაშაულებთ, აღარავინ აღარ მივა მთავრობაში. ხელისუფლება აუცილებელი ინსტრუმენტია, რაც სახელმწიფოში უნდა არსებობდეს. არ შეიძლება ჩინოვნიკის დაუსაბუთებლად ცემა და მუდმივად გინება. ეს მხოლოდ ერთს ემსახურება, რომ როგორმე დავაკნინოთ ეს პროცესი და არავის აღარ გაუჩნდეს სურვილი, მივიდეს სახელმწიფოს მართვაში. ამის მაგალითები გვაქვს, რთულია კადრების მოძიება. როცა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დავასახელე პირველად, ვთქვი და გავჩერდი, მხარი არავის დაუჭერია. კვირიკაშვილმა და სხვებმაც გააგრძელეს კანდიდატურების მოძიება. უამრავმა ღირსეულმა ადამიანმა თქვა უარი, კვირიკაშვილს სახე არ ჰქონდა, სამმა ადამიანმა მითხრა ერთ დღეს უარიო. მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ არავის აღარ უნდა ამ ლაფში შემოსვლა. აბა ნახეთ რას იტანს სალომე ზურაბიშვილი. ასევე გინდათ, რომ წესიერი კაცი აღარ მოვიდეს ხელისუფლებაში?“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
“რუსთავი 2“-მა გამოიტანა ამდენი ჩინოვნიკის სასახლეები, არავის არაფერი არ შეეკითხა და მთელი საზოგადოება დაზაფრა
26/10/2018