შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის დღის ცენტრში, ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე გოჩა ლორია, სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრების წინაშე, მინი სპექტაკლი – “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” წარადგინეს. მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.
რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრში ღონისძიება გაიმართა
06/12/2018