რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ბეგაძის ინიციატივით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკის აქცია ჩატარდა.
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის „სკენარის“ ექიმებმა სპეციალური ხელსაწყოების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გონებრივი ჩამორჩენის და დაუნის სინდრომის სპექტრის ბავშვებს, ასევე ინსულტ გადატანილ და დიაბეტის მქონე პაციენტებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს და შესაბამისი კონსულტაციები გასცეს.
„რუსთავის კლინიკას სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის „სკენარის“ ექიმები ეწვივნენ. აღნიშნული სამედიცინო ცენტრი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მკურნალობს განსაკუთრებით მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს და დღეს რუსთავის მაცხოვრებლებს საშუალება ეძლევათ უფასო გამოკვლევევი და კონსულტაციები მიიღონ პროფესიონალი ექიმების მხრიდან“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ
რუსთავის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
22/07/2017