რუსთავის მერმა მერიის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

18/08/2016

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მოადგილეებთან, ნოდარ შეროზიასა და გოჩა ლორიასთან ერთად, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მერიის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე რუსთავის საბავშვო ბაღებში, საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის მიმდინარე მოსამზადებელი პროცესის შესახებ ისაუბრეს.
დავით ჯიქიამ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან საშუალო განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0