რუსთავის მერიასა და მონაცემთა კომუნიკაციების ორგანიზაცია ,,ფორსეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14/02/2019

რუსთავის მერიასა და მონაცემთა კომუნიკაციების ორგანიზაცია “ფორსეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ შეთანხმებას, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და “ფორსეტის” დირექტორმა, ნინო მაჭარაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნული ორგანიზაცია, მონაცემთა შეგროვებისა და ვიზუალიზაციის მეთოდების დაუფლების მიზნით, რუსთავის მერიის აპარატისა და არქიტექტურის სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს გადაამზადებს.
მიმდინარე წლის მაისში კი, “ფორსეტის” მხარდაჭერით, რუსთავში, მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი ჩატარდება.
“ფორსეტი” მონაცემთა კომუნიკაციის ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის მიზანი მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ინფორმაციის გადაცემის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0