რუთაველის ქუჩაზე მდებარე ათ საცხოვრებელი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ქალაქ ახალციხის მერიამ მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა დაასრულა.. პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი, კეთილმოეწყო საცხოვრებელი ბინების მისასვლელი გზები და ეზოები, ასევე გაკეთდა ბორდიურები, გაზონისა და გამწვანების ზონები. სულ 10 773 მ2- ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. დასრულებული სამუშაოები დღეს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ზარდიაშილმა, მერის მოადგილე ზაზა გელაძესთან და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროს გელვასი გელაძესთან ერთად მოინახულა. აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №1 “ განახორციელა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებამ 345000 ლარი შეადგინა. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსების ეზოების და ტროტუარების (მოასფალტება) სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
26/09/2016