რუსეთის ფაქტორი ძალიან რთულია

24/10/2017

– რუსეთის ფაქტორი ძალიან რთულია. ეს სირთულე არ მომდინარეობს რუსეთისა და საქართველოს, უკრაინას, ამერიკას, სირიასა თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტიდან.
ეს სირთულეები ჩნდება მათი მეზობლებისა და საკუთარი თავის მიმართ არარაციონალური პოლიტიკური დამოკიდებულებიდან. მოდით, საქართველოს ოკუპაციის შემთხვევა განვიხილოთ. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ 2008 წლის ომსა და ოკუპაციაზე, მაგრამ, რეალურად, ოკუპაცია 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო.
ორივე ოკუპირებული ტერიტორიის ოკუპაცია 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. მაშინ არ არსებობდა არავითარი საუბრები იმაზე, რომ საქართველო უერთდებოდა ნატო-ს – ნარატივი, რომელიც მათ მოგვიანებით გამოიყენეს. მაშინ არ არსებობდა ნარატივი, რომ რუსეთს მოუწია საქართველოს ოკუპაცია. იმიტომ, რომ საქართველო ნატო-ს უერთდებოდა. რაც ცხადი იყო, არის ის, რომ თითოეულმა ქართველმა გადაწყვიტა, ჰქონოდა არჩევანის უფლება, რისთვისაც რუსეთს ისინი უნდა დაესაჯა. ეს არჩევანი, შეიძლება, ევროპას სულაც არ ეხებოდა, ეს უბრალოდ თავისუფლების არჩევანი იყო. მოვიპოვეთ თუ არა არჩევანის თავისუფლება, რუსეთმა აუცილებლად მიიჩნია ქართველების დასჯა – არც ევროპასთან დაახლოებისთვის, არც ნატო-ში გაწევრიანებისთვის, არამედ თავისუფლებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ჩვენ გვქონდა უფლება, აგვერჩია, თუ რა გზით წავსულიყავით და როგორ. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიურ საინფორმაციო სააგენტოსათვის LUSA მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა –

Tweet about this on TwitterShare on Facebook0