უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი იტყობინება, რომ რუსეთისა და სირიის ხელისუფლების ავიაცია, სირიაში, კერძოდ ალეპოს რაიონში საავადმყოფოებს სისტემატურად ანადგურებს.
როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, მათ აქვთ მტკიცებულება, რომ ბოლი 12 კვირის განმავლობაში, რეგიონში საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებზე მინიმუმ 6 თავდასხმა განხორციელდა.
შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს, სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
27 თებერვალს კი ძალაში შევიდა სამშიდობო ზავი, სამთავრობო ძალებსა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას შორის , რომელიც ვაშინგტონისა და მოსკოვის შუამავლობით მოქმედებს. შეთანხმება არ ვრცელდება “ისლამურ სახელმწიფოსა” და “ჯაბჰათ ალ-ნუსრაზე