ნატო-რუსეთის საბჭო ნამდვილად არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც თუ იმუშავებს, შენარჩუნდება, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საერთაშორისო კონფერენციაზე ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” განაცხადა.დღის ბოლოს სტოლტენბერგმა კონფერენციის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა. მათ შორის კითხვა ნატო-რუსეთის ურთიერთობის საკითხზე დაისვა.
”2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ნატომ გადაწყვიტა, რუსეთთან თანამშრომლობა შეეჩერებინა. ეს გადაწყვეტილება კვლავაც ძალაშია. რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, თუმცა სხვა სახის თანამშრომლობა – არა. ჩვენ ასეთ პოლიტიკურ დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ სხვა მიმართულებით არ ვთანამშრომლობთ. მნიშვნელოვანია ამ კომუნიკაციის შენარჩუნება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.