საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. რუმინეთის მთავრობის სახლში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მამუკა ბახტაძეს რუმინელმა კოლეგამ ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
რუმინეთის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
15/04/2019