რუისის გზის ასფალტირების სამუშაოები დაიწყო

03/07/2018

ქარელის მინიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ნუგზარ დაბრუნდაშვილმა დაათვალიერეს სოფელ რუისის ცენტრალური გზის ასფალტირების მოსამზადებელი სამუშაოები.აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.სულ დაიგება 5,5 კილომეტრი სიგრძის გზა.სამუშაოებს ასრულებს შპს „იბოლია“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0