როდესაც სუს-ი გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის მიღების შემდეგ “ოდეერის” სამსახური გაუქმდა, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
“პარლამენტის მიერ 25 სტრატეგიული ობიექტი იყო დამტკიცებული, სადაც უნდა მივლენილიყო უსაფრთხოების ოფიცრები, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ნახევარზე ოდნავ მეტი, 16 კაცამდეც ჯერ არ არის დანიშნული, იქედან გამომდინარე, რომ ეს არ ხდება ერთი პირის გადაწყვეტილებით”, – განაცხადა გომელაურმა.
მისივე განმარტებით, როდესაც სუს-ი არ იყო გამოყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, მაშინდელ კანონში ეწერა, რომ შს მინისტრი იღებდა გადაწყვეტილებას, ამა თუ იმ სამინისტროში თუ სამსახურში წარგზავნიდა “ოდეერს” და იქ უნდა დანიშნულიყო აუცილებლად.
“დღეს, ეს არის ორმხრივი ხელშეკრულების მიღებული პრაქტიკა, რომ თუ რომელიმე მხარე წინააღმდეგია, ეს ადამიანი არ დაინიშნება. თუ სუს-ის უფროსმა გადაწყვიტა, რომ ოფიცერი უნდა დაინიშნოს ამა თუ იმ სამსახურში თუ სამინისტროში, ესე არ ხდება, თუ იქედან არ იქნება თანხმობა”, -განაცხადა გომელაურმა.