როგორ შეიძლება პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი, როცა ქართველი პოლიტიკოსები ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებენ

16/03/2016

როგორ შეიძლება ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზე იყოს საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს, – განაცხადა გრიგორი კარასინმა,
მისივე თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში ამ საკითხზე საუბარი შეუძლებელია.

“მე აღარ გავიმეორებ სულელურ განცხადებებს, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე ვილაპარაკოთ. ეს უბრალოდ სასაცილოა. ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს. ისინი ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ დავაკვირდებით და მოვლენების ანალიზს გავაგრძელებთ”, – განაცხადა კარასინმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0