როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა “რესპუბლიკელ” მინისტრებთან, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე

31/05/2016

როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა “რესპუბლიკელ” მინისტრებთან, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე, ასევე იმაზე, როდის ჩაერთვებიან ისინი აქტიურად წინასაარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბორდოში, თემის კომენტირებისას განუცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა, სავარაუდოდ, მათი მხრიდან პოსტების დატოვებას მოითხოვს, თუმცა ეს კონკრეტულად, თითოეულ მინისტრთან მიმართებაში გადაწყდება.
“რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, იგი უნდა გაემგზავროს ვარშავის სამიტზე. მთელი ეს მოსამზადებელი პერიოდი ჩვენ ერთად გავიარეთ და მისი დასწრება ვარშავის სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ, ვნახოთ, ვისაუბრებთ და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს”, – განაცხადა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0