საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მესამე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის საფარის აღსადგენად თავის სანერგე მეურნეობაში არსებული რესურსები მოახმაროს 2 ჰექტარი ფართობის ტყის აღდგენას. ასევე რკინიზამ დაიწყო მუშაობა შესაბამისი ჯგუფების ფორმირებისთვის, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ტყის აღდგენით სამუშაოებში.
რკინიგზის თანამშრომლები ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ
23/08/2017