რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრების მომსახურებას დროებით წყვეტს

17/03/2020

ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 18 მარტიდან, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას და მგზავრებს შემდგომ მითითებამდე ვერ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიზანიც ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0