რის ერთეული შემთხვევები, როდესაც დამსვენებლების მხრიდან ხდება რეგულაციების დარღვევა

14/03/2021

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დაბა გუდაურში იმყოფებოდა. დავით ნოზაძე, კიდევ ერთხელ, პირადად გაეცნო, ქვეყანაში პანდემიის ფართოდ გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სამთო კურორტზე არსებული საბაგიროები სრულფასოვნად ფუნქციონირებს, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით. საბაგიროებში განსაზღვრულია და კონტროლდება ადამიანთა რაოდენობა. ტერიტორიას აკონტროლებს დაცვის სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციის სპეციალური დანაყოფები. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

„არის ერთეული შემთხვევები, როდესაც დამსვენებლების მხრიდან ხდება რეგულაციების დარღვევა. მსგავსი სახის შემთხვევებზე, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ხდება რეაგირება და რეგულაციების აღსრულების პროცესის უზრუნველყოფა. მოვუწოდებ დამსვენებლებს დაიცვან რეგულაციები, რათა აუცილებელი არ გახდეს სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვების გამკაცრება”- განაცხადა, დავით ნოზაძემ.

დღესვე, გუდაურში, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მთის კურორტების მართვის კომპანიისა და პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრისას, საუბარი არსებულ რეგულაციებს და მის დაცვას შეეხო. დავით ნოზაძემ შესაბამის სამსახურებს, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისაკენ მოუწოდა. ინფორმაციისათვის, კურორტზე არსებულ დასასვენებელ ადგილებზე და საბაგიროებზე პირბადის გარეშე დაშვება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ იცავს დაწესებულ რეგულაციებს და არ ხდება შესაბამისი სამსახურების მიერ რეგულაციების დაცვაზე კონტროლი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0