რიმა ბერაძე მოქალაქეთა დახმარებას საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში აგრძელებს

24/01/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, ამავე რაიონის გამგებლის მოადგილესთან ლადო გოგსაძესთან ერთად, რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მარტოხელა დედა მოინახულა.
ახალგაზრდა დედას, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის, დეპუტატმა და გამგებლის მოადგილემ სოციალური პაკეტები გადასცეს და დახმარებას მომავალშიც დაპირდნენ.
რიმა ბერაძის განცხადებით, დეპუტატი ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად უწევს დახმარებას ასეთ ოჯახებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0