საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეუფერხებლად ხორციელდება. ამ ეტაპზე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში არანაირი სახის სამუშაოების ჩატარება არ არის დაგეგმილი. მოქალაქეები მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ.
რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება
02/04/2018