რიგგარეშე სხდომის მოწვევა დღის წესრიგში არ დგას

20/07/2016

გია ვოლსკის აზრით, სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობა მომავალმა პარლამენტმა უნდა დაასრულოს, რომელსაც ამომრჩევლის ახალი მანდატი ექნება მიღებული. “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის დღის წესრიგში მესამე მოსმენით განსახილველი საკითხია, ვოლსკი რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და მოქმედი პარლამენტისგან გადაწყვეტილების მიღებას არ ელის.

“ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე საუბარი არ ყოფილა. ამას გარკვეული მიზეზები აქვს – ეს მხოლოდ ტექნიკული მიზეზი არ არის. არსებობს პოლიტიკური საფუძველი, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის საკითხი ახალმა უმრავლესობამ განიხილოს, რომელსაც საზოგადოების შესაბამისი მანდატი ექნება. ჩვენ არ გვაქვს ერთიანი პოზიცია. უმრავლესობის კვორუმის შეკრება ერთი საკითხია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში რთულია, თუმცა შესაძლებელი, მაგრამ მეორე საკითხია, თემებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება, რაც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით რეალურად ვერ მოხდა. უპრიანი და საზოგადოებისთვის მისაღები იქნება ამ თემებზე ახლა პარლამენტმა იმსჯელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0