რთველის პროცესი კახეთის რეგიონში გრძელდება. 3 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 106,5 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 61,3 ათასი ტონა რქაწითელი, 39,1 ათასი ტონა საფერავი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
სულ ღვინის კომპანიებს ყურძენი ჩააბარა 17 200 მევენახემ, რომელთაც ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 92,6 მლნ ლარი მიიღეს.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 34,5 ათასი ტონა, თელავი – 27,2 ათასი ტონა, ყვარელი – 21,5 ათასი ტონა, საგარეჯო – 7,2 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,1 ათასი ტონა, ახმეტა – 4,2 ტონა ტონა, ლაგოდეხი – 2,8 ათასი ტონა და დედოფლისწყარო – 1,9 ათასი ტონა.
30 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 2,3 ათასი ტონა შეადგინა.
3 ოქტომბერს ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 42 ღვინის კომპანია, მათ შორის, 4 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.
რთველის პროცესი კახეთის რეგიონში გრძელდება
03/10/2016