“რესპუბლიკურმა პარტიამ” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე გადაწყვეტილება მიიღო

28/03/2016

“საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ” საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე “ფეისბუქში” წერს.
“26–27 მარტს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე. მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას”,- აცხადებს ხათუნა სამნიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0