”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი იქნება

12/07/2016

”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება, – ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს „რესპუბლიკური პარტია დღეიდან წინაასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს.

”უსუფაშვილი-რესპუბლიკელები” – ამ სახელწოდებით და ამ ლიდერთან ერთად ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ღირსეული ადგილისთვის პარლამენტში”, -განაცხადა სამნიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0