ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის „რესპუბლიკურ პარტიასთან“ პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს. ასე უპასუხა ივანიშვილმა კითხვას პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადების თაობაზე, რომელშიც დავით უსუფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.
„ჩემი აზრით, მე „რესპუბლიკური პარტიის“ ამომწურავი შეფასება გავაკეთე და ახლა პინგ პონგის თამაშის დრო არა მაქვს, რომ მაგათ ყველა განცხადებაზე პასუხი გავცე. მე ამომწურავად შევაფასე „რესპუბლიკური პარტია“ და საკმარისია. მათთან უამრავი, უფრო სერიოზული კითხვებია. პინგ-პონგის თამაში უნდათ და მე მაგისთვის არ მცალია. მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, როგორც ჩანს“, – განაცხადა ივანიშვილმა.