რეგიონში შემავალი სკოლების გუნდები მომავალ წელს სპორტულ ოლიმპიადაში კვლავ წარმატებით იასპარეზებენ

10/11/2023

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2023-2024“-ს ეხებოდა. შეხვედრის ფარგლებში, ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირაჯიბმა გასული წლის შედეგები შეაჯამა და 2024 წლის სასკოლო სპორტის პროგრამები განიხილა. ამასთან, ისაუბრეს რეგიონული თამაშების მომზადებისა და ორგანიზებისათვის საჭირო საკითხებზე და პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. თავის მხრივ, გოჩა ქავთარაძემ ყურადღება გაამახვილა მცხეთა-მთიანეთის მხარის მოსწავლეების აქტიურობაზე და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში შემავალი სკოლების გუნდები მომავალ წელს სპორტულ ოლიმპიადაში კვლავ წარმატებით იასპარეზებენ. შეხვედრის დასასრულს, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0