აღდგომის დღესასწაულის მოახლოვებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში სკვერები, მოედნები და ტურისტული ადგილები პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად დასუფთავების აქციაში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია მოგმართავთ თხოვნით – ნუ დავაბინძურებთ გარემოს! ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მხარის სისუფთავესა და სილამაზეზე!
რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა
13/04/2017