დღეს, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით ჯალაბაძემ, სოფლის მეურნეობის შპს „საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა ლევან დვალმა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების მთავარმა სპეციალისტმა დავით უნდილაშვილმა ადგილზე მოინახულეს სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის ორი ობიექტი.
ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის II ეტაპი სრულდება. პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაციამ” სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა სისტემის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სადრენაჟე მომსახურება აღდგება თიანეთის მუნიციპალიტეტის 3 000 ჰექტარ მიწის ფართობზე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის წყალუზრუნველყოფის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ‘საქართველოს მელიორაცია” მილსადენის მოწყობის პროექტს ახორციელებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კომპანიის მობილური მელიორაციის სამსახურის გადასატანი სატუმბი აგრეგატების მეშვეობით შესაძლებელი გახდება ახალსოფლის, გოჯიანების, დულუზაურების და ჩაბანოს 300 ჰექტარი მიწის ფართობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა.
2013 წლიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში აღდგა 117,6 კმ სამელიორაციო არხი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად რეგიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 2 100 ჰექტრიდან 9 500 ჰექტრამდე გაიზარდა.
რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
30/09/2016