სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე გერმანული ორგანიზაცია ,,DVV International”-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ,,DVV International”–ის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება–გაძლიერება და პროფესიული კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.
გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, აღნიშნული ორგანიზაცია რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში განახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო ცენტრის შექმნას, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ უფასოდ შეისწავლოს სხვადასხვა პროფესიული მიმართულებები. გარდა ამისა შეიქმნება 12–მდე სამუშაო ადგილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა 2016 წლის ოქტომბერში იგეგმება.
რეგიონში ახალი საგანმანათლებლო ცენტრი შეიქმნება
17/05/2016