რეგიონის ყველა სოფელში მივალთ, ადგილზე გავეცნობით თითოეული ოჯახის საჭიროებას

02/11/2019

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების:ხვანჭკარის, ჩორჯოს, პირველი და მეორე ტოლის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ.

“რეგიონის ყველა სოფელში მივალთ, ადგილზე გავეცნობით თითოეული ოჯახის საჭიროებას, დროული რეაგირების მიზნით, პრობლემების იდენტიფიცირებისას ვხვდებით ისეთებს, რომლის აღმოფხვრასაც დროულად ვახერხებთ, მათთან არაერთხელ ვყოფილვართ და მუდმივი კომუნიკაცია საშუალებას გვაძლევს ზედმიწევნით ვიცოდეთ რეგიონში ვის, სად რა საჭიროება აქვს. თითოეული მოსახლის მოთხოვნა და სურვილი მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის” – აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემისა და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება დასახელდა. როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ მოსახლეობას განუცხადა, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხვანჭკარის, ჩორჯოს, პირველ და მეორე ტოლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსახლეობას სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0