რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო თათბირი გაიმართა

Thursday September 28th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო თათბირი გაიმართა. შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის: რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მათი შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში,
კულტურის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები. თათბირზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მოქმედი სპორტული კლუბების მიღწევებზე. ინტერმუნიციპალური სარაგბო კლუბის – “ტაო” ხელმძღვანელმა ირაკლი გვენეტაძემ სახელმწიფო რწმუნებულს, მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს კლუბის აქტივობების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა. ამასთან, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სახელმწიფო რწმუნებულისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს.
ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო თათბირს, მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ მოადგილეები – დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ალიბეგაშვილი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0