რეგიონის გუბერნატორმა ძიუდოს ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

10/11/2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი, მარტყოფის ძიუდოს კლუბში ამირან ტოტიკაშვილის სახელობის პირველ საერთაშორისო ტურნირს დაესწრნენ. მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში მოასპარეზე, სპორტსმენები დააჯილდოვეს და მომავალი წარმატებები უსურვეს. შოთა რეხვიაშვილმა, ძიუდოს ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ღონისძიების ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა, ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და დამკვირდების მნიშვნელობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0