რეგიონის გუბერნატორმა ქართული ლიმონათის ქარხანა მოინახულა

13/04/2016

მცხეთა-მთიანეთში, ნატახტარში, ქართული ლიმონათის ქარხანა „ხილიანი“, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ დაათვალიერა.
კომპანია გასული წლის ზაფხულში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების მიერ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შეიქმნა. წარმოებაში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და 100 -მდე ადილობრივი დასაქმდა.
ქარხანა ევრო-სტანდარტების შესაბამისი დანადგარებითა და ლაბორატორიით არის აღჭურვილი, საათში 13000 ბოთლ მხოლოდ ქართული ხილითა და თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ ნატურალური ლიმონათის 7 სახეობას აწარმოებს. დაგეგმილია პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდა.
არალკოჰოლური სასმელის ექსპორტი აზერბაიჯანში და რუსეთში ხორციელდება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანელ და უკრაინელ პარტნიორებთან.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თქმით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია კერძო ბიზნესის განვითარება, მსგავსი პროექტები მნიშვნელობანი ხელშემწყობი ფაქტორია რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0