რა მიმართულებით მოემსახურებიან თბილისის ავტობუსები 1 და 2 მაისს სასაფლაოებზე გამსვლელებს

01/05/2016

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 1 და 2 მაისს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო “დიდუბიდან” გაიყვანს, კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე – მეტრო “დელისიდან”, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო “სარაჯიშვილიდან”, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩა 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ იმოძრავებს მეტრო “ვარკეთილიდან” და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0