რა გინდათ ახლა გეჩხუბოთ? – ასე უპასუხა “მრეწველთა პარტიის” თავმჯდომარე გოგი თოფაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებებს.
თოფაძემ ჟურნალისტები ხელით გაწია და მოუწოდა, თავი დაანებონ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კოალიცია “ქართული ოცნება” მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო.
რა გინდათ ახლა გეჩხუბოთ
04/03/2016