რაჭიდან 37% -იანი მიგრაცია ძალიან მაღალი მაჩვენებელია

15/09/2016

რაჭიდან 37% -იანი მიგრაცია ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაჭას დაუბრუნდეს მოსახლეობა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, მოსახლეობასთან და მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, თუ ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მთას დაუბრუნდება მოსახლეობა.

”მეც თქვენთან ერთად, როგორც მოქალაქე, მაქსიმალურად ვიღვაწებ, რომ ხელისუფლებამ სწრაფად მოაგვაროს პრობლემები რაჭაში. ეს არის პირველ რიგში ინფრასტრუქტურული პრობლემები, გზები, ასევე ბუნებრივი აირი და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, თუ სწორად ავირჩევთ ხელისუფლებას და იგივე მიმართლებით წავალთ, დიდი შანსი გვაქვს 7-8 წელიწადში ეკონომიკა გავაორმაგოთ.

„7-8 წელიწადში ეკონომიკის გაორმაგება არის ძალიან რეალისტური, თუ კიდევ რაიმე უბედურება არ დატრიალდა რეგიონში ან რაიმე კატაკლიზმა არ მოხდა. ეკონომიკის ზრდა უნდა დაიწყოს და საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ტემპი და ჰქონდეს, როგორც არის, ზრდის ტემპი სხვაზე მაღალი რეგიონში, შეიძლება მაღალი ზრდის ტეპით ჩვენ მოვახერხოთ ეკონომიკის გაორმაგება. ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციით 10 000 დოლარს უნდა გადავაჭარბოთ. თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ის, რაც 4 წლის განმავლობაში დავაფუძნეთ, სწორად ავირჩევთ ხელისუფლებას და იგივე მიმართლებით წავალთ, ჩვენ გვაქვს შანსი, 7-8 წელიწადში, მაქსიმუმ 10 წელიწადში ეკონომიკა გავაორმაგოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0