რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა

14/05/2020

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა. ქალაქ ცაგერში მიმდინარე სამუშაოები მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ მოინახულეს.
მიმდინარეობს ქუჩების ასფალტირება, პროექტის ღირებულება 588 530 ლარს შეადგენს; შემსრულებელი შპს“კრისტალი“ .
მიმდინარეობს ქვედა ცაგერის ქუჩების ასფალტირებაც, ღირებულება 788 615 ლარი; შემსრულებელი შპს „ხვამლიXXI“.
ხელისუფლების წარმომადგენლები ქ.ცაგერში აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნენ, პროექტის ღირებულება 89 799ლარია; სამუშაოებს ასრულებს შპს ტუკა“.
აღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, პროექტების განხორციელებისას დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამუშაოები მაღალი ხარისხის დაცვით მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებიც შედეგად სრულად დასრულდება ქალაქ ცაგერის მოასფალტება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0