რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსთან შეხვედრა გამართა

17/08/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა თბილისის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საბჭოს წევრებმა იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრიორიტეტებს მოიცავს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის თემები, რომლებიც საბჭოს მომდევნო სხდომაზე უნდა წარადგინონ და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოამზადეს.
გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებაც იმსჯელეს.
მუშაობის გაუმჯობესების მიზნით საბჭოს წევრებმა რეფორმების გატარებაზე, ეფექტური მექანიზმების შემუშავებაზე და სხდომებს შორის სამუშაო შეხვედრების გამართვაზეც ისაუბრეს.
საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს სექტემბერში დაიგეგმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0