ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც ”რუსთავი 2”-ის საქმის ერთ-ერთი განმხილველია, თაღლიღობაშია შემჩნეული. როგორც გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან სახელმწიფო ქონება გაფლანგა.
”რამდენიმე საათის წინ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, ჩვენი ინფორმაციით, იდევნება თაღლითობისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ. საქმე იმაშია, რომ 2014 წელს მას გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას სახლი ჰქონდა და ბინას საკუთარი დედისგან ქირაობდა. შესაბამისად, იგი ამ თანხებს უკანონოდ ითვისებდა”, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და თავის დროზე მოკვლევა დაიწყო, თუმცა საქმე პროკურატურაში არ გადაიგზავნა.