რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზების გარეშე მოგზაურობას შეძლებენ

02/03/2016

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზების გარეშე მოგზაურობას შეძლებენ.
როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, საქართველომ ყველა ის ტექნიკური დავალება აბსოლუტურად შეასრულა, რომელიც მოცემული იყო და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტიც გაკეთდა, ვიდრე ეს მინიმალური მოთხოვნები იყო.

“თავიდანვე იყო ცნობილი და ყველა მოხსენებაში ხაზგასმული, რომ საქართველომ ყველა ის ტექნიკური დავალება აბსოლუტურად შეასრულა, რომელიც მოცემული იყო და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტიც გაკეთდა, ვიდრე ეს იყო მინიმალური მოთხოვნები. დარჩენილია პოლიტიკური ნაწილი და მასზეც გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. ასე, რომ როგორც თავიდანვე ითქვა, პროცედურების გავლას რამდენიმე თვე სჭირდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ ევროპაში ვიზების გარეშე მოგზაურობას”, – განაცხადა სუბარმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0