რამდენიმე არასამთავრობო ცდილობს საქართველოს პარლამენტს თავს მოახვიოს თავისი გადაწყვეტილება, დაასახელოს ომბუდსმენობის კანდიდატები, რომ სხვა კანდიდატზე არ იყოს მსჯელობა

22/12/2022

„ჩვენ ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ვართ საქართველოს პარლამენტში. ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და გვაქვს მანდატი, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა ამომრჩეველმა. ის, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პოზიცია თავიდან ბოლომდე დაყვანილია იმაზე, – რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასახელა რამდენიმე კანდიდატი და იმის იქით ფეხს ვერ ვუცვლით, მეტყველებს, თუ რამდენად სერიოზულად უდგებით თქვენ იმ მანდატს, რომელიც მოგანიჭათ ხალხმა. ამაზე ვსაუბრობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას ამომრჩეველმა მიანიჭა და არა რომელიღაც ოთახში შეკრებილმა რამდენიმე ენჯეომ, როდესაც მათ დაასახელეს კანდიდატები,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი, ცდილობს სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი წნეხის ქვეშ მოაქციოს, რომ მსჯელობა, სხვა კანდიდატთან მიმართებით, გარდა მათ მიერ შეთავაზებული კანდიდატებისა, არ გაიმართოს.

„ეს განსაკუთრებით ოპოზიციას და პატარა პარტიებს ეხებათ. იმისთვის, რომ გარდა ამ კანდიდატებისა სხვაზე არ იყოს მსჯელობა. ეს არის რეალობა ჩემი გადმოსახედიდან. ოპოზიციის ნაწილმა, ვერც კი გაბედა, რომ სხვა კანდიდატზე ეფიქრა, გარდა იმისა, რომელიც არასამთავრობოების მიერ იყო დასახელებული,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0