სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ რადიაქტიული ნივთიერებების ტრანსპორტირების დაცულობის ცნობიერების ამაღლების შესახებ ტრენინგი გაიმართა.
სემინარი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის (US. Department of Energy), ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციის (National Nuclear Security Administration) და საფრთხეების გლობალური შემცირების ინიციატივის (Global Thread Reduction Initiative) ორგანიზებით ჩატარდა.
ტრენინგი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და განკუთვნილია იმ სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან რადიაქტიული ნივთიერებების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფაში.
რადიაქტიული ნივთიერებების ტრანსპორტირების დაცულობის ცნობიერების ამაღლების შესახებ ტრენინგი გაიმართა
18/04/2016