საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი გაიოზ მონიავა მუნიციპალიტეტის გამგებელს ტარიელ თუთარაშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მაღრაძეს შეხვდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ვიცე პრეზიდენტმა რაგბის, როგორც სახეობის პოპულარიზაციასა და მისი განვითარების გზებზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში. შეხვედრისას სამომავლო გეგმად რაგბის კლუბის ჩამოყალიბება დაისახა, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად დაუჭეს მხარს. დღევანდელი მონაცემებით რაგბის სექცია ზესტაფონში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებს აერთიანებს.
რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
03/06/2016