ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია

17/07/2017

6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე არღუნმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 75-კმ – 100 მონაკვეთი დააზიანა, რის გამოც მოცემულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა ჩაიკეტა. კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე ადგილზე მოხდა კომპანია „ცეკურის“ მძიმე ტექნიკის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. შესაბამისი სამუშაოების შედეგად, დღეის მდგომარეობით, კმ 75-კმ 100 მონაკვეთი სრულადაა გაწმენდილი. განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოხდა რკინა-ბეტონის კედლების აღდგენა-გამაგრება. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალების მიმოსვლა შესაძლებელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0