ჟან-კლოდ იუნკერი: უკრაინა უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ვერ გახდება

04/03/2016

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟანკლოდ იუნკერმა ჰააგაში განაცხადა, რომ უკრაინა უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ვერ გახდება.

მისი განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში ომის გამო, ახლა საუბარიც კი ზედმეტია NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

 

უკრაინის მთავრობა კორუფციასთან ბრძოლისა და იუსტიციის ორგანოებისრეფორმირების საქმეში საკმარის ზომებს არ იღებს“, – განაცხადა ჟანკლოდიუნკერმა.

იუნკერმა იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროკავშირ-უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. აღნიშნულ საკითხზე 6 აპრილს ნიდერლანდებში რეფერენდუმი ჩატარდება.

„დოიჩე ველეს”” ცნობით, ბოლო გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ შეთანხმების წინააღმდეგია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0